ზ. გ. ჩიქოვანის წიგნი არის ფსიქიურად დაავადებულთა მხატვრული შემოქმედების შესწავლის სფეროში მუშაობის 40 წლიანი გამოცდილების შედეგი. ავადმყოფთა შემოქმედების ანალიზის მის მიერ შემოთავაზებული კლინიკურ-მხატვრული მეთოდის საფუძველზე ავტორმა შეძლო წარმოეჩინა პიროვნული სტრუქტურის, ფსიქოპათოლოგიური დარღვევებისა და კომპენსატორული შესაძლებლობების ურთიერთდამოკიდებულება მათ მხატვრულ შემოქმედებაში.

ავადმყოფის აუტიზაციის, როგორც რეალური გარემომცველი სინამდვილისაგან მისი გამიჯვნის გამომწვევი ძირითადი პროცესის, შეფასებიდან გამომდინარე, ზ. გ. ჩიქოვანმა შეიმუშავა მეთოდოლოგიური და მეთოდური მიდგომა, მიმართული ამ პროცესის შეჩერებისა და შენელებისკენ, შემოქმედებითი აქტივობის გაღვიძებისკენ: ეს არის ავადმყოფის მომზადება ჯერ მცირე, შემდეგ კი უფრო დიდ საურთიერთო ჯგუფებში ეტაპობრივი ჩართვისთვის, რამაც ხელი შეუწყო ინტერპერსონალური ურთიერთობების გაუმჯობესებას.

ზურაბ ჩიქოვანი, ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, ექიმი-ფსიქიატრი, საგუნდო დირიჟორი და მრავალი შესანიშნავი სიმღერის ავტორი, დაიბადა 1933 წელს თბილისში.

1952 წელს, საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ მან სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე. პარალელურად სწავლობდა ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეულთათვის. სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ზ. ჩიქოვანი შევიდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე. 1963 წელს, კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, ის მუშაობდა საოპერო სტუდიის გუნდის დირიჟორად. პარალელურად მუშაობდა საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექიმ-ორდინატირად, უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, შემდგომ კი უფროს მეცნიერ-თანამშრომლად და ფსიქიატრიულ პაციენტთა რეაბილიტაციის განყოფილების გამგედ.

1969 წელს ზურაბ ჩიქოვანმა ერევნის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე ,,სპონტალური მხატვრული შემოქმედების დინამიკის ზოგიერთი საკითხი შიზოფრენიის დროს”. 1976 წელს ზურაბ ჩიქოვანს მიენიჭა უფროსი მეცნიერ თანამშრომლის წოდება. 1979 წელს ზ. ჩიქოვანის სადოქტორო დისერტაციამ წარმატებით გაიარა აპრობაცია ლენინგრადის ვ. მ. ბეხტერევის სახელობის ფსიქონევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს პრობლემათა კომისიის სხდომაზე.

1974 წელს შეთავსებით მუშაობდა ქ. თბილისის მთავარ ფსიქიატრად, ხოლო 1978 წელს არჩეულ იქნა ჯანდაცვის სამინისტროს  რესპუბლიკური სარეაბილიტაციო ცენტრის თავმჯდომარედ. შემდგომში ის გახლდათ ქ. თბილისის ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოვალეობის შემსრულებელი, მერე კი მთავარი ექიმის მოადგილე ექსპერტიზისა და რეაბილიტაციის დარგში. მუშაობდა აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ ფსიქიატრად და ნარგოლოგად.

ზურაბ ჩიქოვანი არის ავტორი ორმოცდაათზე მეტი სამეცნიერო-პრაქტიკული და პუბლიცისტური ნაშრომისა, რომლებიც შეეხება ხელოვნებისა და მხატვრული შემოქმედების გამოყენებას ფსიქიატრიული რეაბილიტაციის სისტემაში. მას ეკუთვნის აგრეთვე გამოკვლევები პათოლოგიის დროს წარმოსახვითი აზროვნების სპეციფიკური კანონზომიერების შესახებ, რასაც ავტორი აწარმოებდა მომიჯნავე დისციპლინებთან ურთიერთკავშირში.

მაღალი ერუდიციის მქონე ექიმი-ფსიქიატრი და ფრიად ნიჭიერი საგუნდო დირიჟორი ზურაბ ჩიქოვანი აქტიურად მოღვაწეობდა მუსიკალური შემოქმედების სფეროშიც. მან მონაწილეობა მიიღო მრავალი საოპერო სპექტაკლის დადგმაში, რომელთა შორისაა ვერდის ,,ტრავიატა”, როსინის ,,სევილიელი დალაქი”, გლუკის ,,ორფეოსი”, ზ. ფალიაშვილის ,,დაისი” და ,,აბესალომ და ეთერი” და სხვ. ამავდროულად ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მხატვრულ თვითშემოქმედებას. იყო აგრეთვე თბილისის პირველი სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო კლასის ხელმძღვანელი.

მაგრამ ზურაბ ჩიქოვანს განსაკუთრებით სახელი მოუხვეჭა მის მიერ შექმნილმა საოჯახო ვოკალურ-ინტსტრუმენტულმა ანსამბლმა. ამჟამად ჩიქოვანების ოჯახის ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი ცნობილია არა მხოლოდ საქართველოსა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, არამედ მათ ფარგლებს გარეთაც. ,,ანსამბლის გამოსვლა ყოველთვის გამოირჩევა ჭეშმარიტი არტისტიზმით, გამორჩეული მუსიკალურობით, დახვეწილი მხატვრული გემოვნებით”, ვკითხულობთ ერთ-ერთ რეცენზიაში. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მუსიკისადმი, სიმღერისადმი სიყვარული, ვოკალური ანსამბლის ჟანრის ღრმა და ფაქიზი წვდომა, რომლითაც ასე გამოირჩევა ეს ესანიშნავე ანსამბლი.

საოჯახო ანსამბლი ზურაბ ჩიქოვანის ხელმძღვანელობით 30 წელზე მეტხანს გამოდიოდა საბჭოთა კავშირის ცენტრალური ტელევიზიით, მოსკოვის საბჭოების სახლის სვეტებიან დარბაზში და მონაწილეობდა რეგიონული, საკავშირო და საერთაშორისო მნიშვნელობის სხვადასხვა ღონისძიებაში.

ანსამბლის მაღალი მხატვრული ღირსებებისა და მისი მოღვაწეობის უდიდესი აღმზრდელობითი მნიშვნელობის გათვალისწინებით, 1980 წელს ზურაბ ჩიქოვანს მიენიჭა რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის საპატიო წოდება, ხოლო 1987 წელს ზურაბ ჩიქოვანი წარადგინეს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის საპატიო წოდებაზე.

ირაკლი ჭუმბურიძე –

მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის

აკადემიკოსი

თავის დროზე რიგი შრომებისა მიეძღვნა ისეთი საკითხის შესწავლას, როგორიცაა ფსიქიურ ავადმყოფთა მხატვრული შემოქმედება. მაგრამ შემდგომ პერიოდში ამ პრობლემისადმი ყურადღება შესამჩნევად განელდა. საბჭოთა ლიტერატურაში, კერძოდ, ცალკეულ პუბლიკაციებს, რომლებიც ამავე დროს რამდენიმე ათეული წლის წინანდელია, არ მოჰყოლია ამ საკითხისადმი მიძღვნილი ნაშრომი.

მთლიანობაში, შეიძლება ვაღიაროთ, რომ ეს საკითხი არ იყო სათანადოდ შესწავლილი, მაშინ როდესაც ამ პრობლემის კვლევას აქვს როგორც კლინიკური და თეორიული, ასევე პრაქტიკული ღირებულება.

ზ.გ. ჩიქოვანის შრომა მნიშვნელოვანი ხარისხით ავსებს არსებულ ხარვეზს. ბევრი ავადმყოფის მრავალწლიანი შესწავლა-გამოკვლევის საფუძველზე, კვლევის მეთოდოლოგიურად და მეთოდურად სწორი მეთოდების გამოყენებით, ავტორი დამაჯერებლად გვიჩვენებს შესაძლებლობასა და აუცილებლობას შიზოფრენიით დაავადებულთა პათოლოგიით განპირობებული შემოქმედების დიფერენცირებისა პოზიტიური ტენდენციებით შთაგონებული შემოქმედებისაგან. ამასთან, წარმოდგენილია ავადმყოფთა შემოქმედების ამ ორი ფორმის შინაარსის დინამიკა ფსიქოზის მიმდინარეობისას. დისერტანტი ასაბუთებს მნიშვნელობას ავადმყოფთა მხატვრული შემოქმედების ანალიზისა, როგორც ავადმყოფის გამოკვლევის არსებითი დამატებითი მეთოდისა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, უფრო ღრმად ჩავწვდეთ და შევაფასოთ ავადმყოფთა ინდივიდუალური ცნობიერება.

ავტორმა აგრეთვე პირველმა დასვა და შეისწავლა საკითხი ავადმყოფთა ჩართვისა მხატვრულ შემოქმედებაში, რომელიც წარმოადგენს ნაწილს სარეაბილიტაციო ღონისძიებების კომპლექსისა. დინამიკურმა კვლევამ საშუალება მისცა დისერტანს, შეემუშავებინა რეკომენდაციები ამ მიმართულებით, რომელთა გამოყენება შესაძლებელია პათოლოგიური პროცესის სხვადასხვა ეტაპისა და ავადმყოფთა სხვადასხვა მდგომარეობის დროს.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ლიტერატურისა და საკუთარი მონაცემების საფუძველზე ავტორმა ჩაატარა, ერთის მხრივ, ჯანმრთელი ადამიანების შემოქმედების, პიროვნებისა და გარემოს და, მეორეს მხრივ ავადმყოფთა შემოქმედების, ფსიქოზის და პიროვნების ურთიერთმიმართების პრობლემის ანალიზი.

ყოველივე ზემოთთქმული გვაძლევს საფუძველს, ვაღიაროთ ზ.გ. ჩიქოვანის შრომა როგორც ორიგინალური გამოკვლევა, რომელშიც შემუშავებულია ახალი არსებითად მნიშვნელოვანი რგოლი ფსიქიატრიული რეაბილიტაციის სისტემაში.

მ. მ. კაბანოვი –

თავმჯდომარე

პროფესორი, ვ. მ. ბეხტერევის სახელობის ფსიქონევროლოგიის

სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი

ო. ფ. ერშოვი –

სპეციალიზებული საბჭოს სწავლული მდივანი

მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი

                                                               4 ოქტომბერი, 1979 წ.

                                                                                  ქ. ლენინგრადი

                                                                              სომხეთის რესპუბლიკა

                                   ფსიქიატრთა  და ნარკოლოგთა

                                           ასოციაცია

                                          37504, ერევანი სომხეთი

                                          ს. ოვსეპიანის 2ა

                                          ტელ: (3741) 65-24-81

                                                                                              (3741) 65-20-02

                         რ ე ც ე ნ ზ ი ა

      ზ. გ. ჩიქოვანის წიგნზე ,,პათოლოგია და ადამიანის რესურსები.

           მხატვრული შემოქმედება – ფსიქოზი და პიროვნება”

   ზ. ჩიქოვანის წიგნი წარმოადგენს ფსიქიურად დაავადებულთა მხატვრული შემოქმედების შესწავლის სფეროში მუშაობის 40-წლიანი გამოცდილების შედეგს. ავადმყოფთა შემოქმედების ანალიზის მის მიერ შემოთავაზებული კლინიკურ-მხატვრული მეთოდის საფუძველზე ავტორმა შეძლო წარმოეჩინა პიროვნული სტრუქტურის, ფსიქოპათოლოგიური დარღვევებისა და კომპენსატორული შესაძლებლობის ურთიერთდამოკიდებულება მათ მხატვრულ შემოქმედებაში.

ავადმყოფის აუტიზაციის, როგორც რეალური გარემომცველი სინამდვილისაგან მისი გამიჯვნის გამომწვევი ძირითადი პროცესის, შეფასებიდან გამომდინარე, ზ. გ. ჩიქოვანმა შეიმუშვა მეთოდოლოგიური და მეთოდური მიდგომა, მიმართული ამ პროცესის შეჩერებისა და შენელებისკენ, შემოქმედებითი აქტივობის გაღვიძებისკენ: ეს არის ავადმყოფის მომზადება ჯერ მცირე, შემდეგ კი კი უფრო დიდ საურთიერთო ჯგუფებში ეტაპობრივი ჩართვისთვის, რამაც ხელი შეუწყო ინტერპერსონალური ურთიერთობების გაუმჯობესებას.

ავამყოფთა მხატვრული შემოქმედების შესწავლამ საშუალება მისცა ავტორს, ხატოვანი აზროვნების გზით გაეანალიზებინა არა მარტო ფსიქოპათოლოგიური სიმპტომატიკის შინაარსი, არამედ პიროვნების ინდივიდუალური თავისებურებებიც, რადგან, რასაც არ უნდა გამოხატავდეს ადამიანი თავის შემოქმედებაში, ავადმყოფი თუ ჯამრთელი, ის ამ სახეებში და მათ შინაარსში თავის ინდივიდუალობასა და განცდებს გადმოსცემს.

და ბოლოს, ავადმყოფთა მკურნალობისას სამკურნალო-აღდგენით და ფსიქოსოციალურ ღონისძიებათა კომპლექსში მხატვრული შემოქმედების ჩართვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც დიაგნოსტიკურ, სამკურნალო და პროფილაქტიკურ, ასევე სოციალურ-აღდგენით სფეროებში. ფუნქციური შესაძლებლობების შენარჩუნებულობა, რაც მხატვრული შემოქმედების პროცესით ვლინდება, მოწმობს, რომ შესაძლებელია პათოლოგიური პროცესის და დეფექტის დინამიურობის გარკვეული ხარისხით შექცევადობა შიზოფრენიის დროსაც კი (ვიე, მიერ-გროსი, მიულერი, ა. დ. ზურაბაშვილი). ეს შეიძლება განვიხილოთ როგორც ობიექტური ნიშანი ავადმყოფებში არსებული კომპენსატორული მექანიზმებისა, და ამაზე მეტყველებს იმ ავადმყოფების კატამნეზური მონაცემებიც, რომლებიც მხატვრული შემოქმედებითი აქტივობის თერაპიაში იყვნენ ჩართული.

ჩატარებული კვლევების საფუძველზე ავტორი შეფასებას აძლევს მხატვრული შემოქმედებით დაკავების სხვადასხვა ფორმებს, როგორც მნიშვნელოვან ფაქტორს ფსიქო-სოციალურ ღონისძიებათა კომპლექსში, რომელიც გავლენას ახდენს ავადმყოფის ფსიქო-სოციალურ არსზე და რემისიის დონეზე რეადაპტაციის შესაძლებლობაზე მკურნალობის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგაც კი.

ამგვარად, კლინიკურ-ფსიქოპათოლოგიური მონაცემებისა და ავადმყოფების მხატვრული შემოქმედების ანალიზის შედეგების შეპირისპირების გზით ზ. გ. ჩიქოვანი ცდილობს გახსნას მათი შინაგანი სამყაროს არსი, რომელიც წარმოადგენს რთულ ხლართს განცდებისა, რომლებიც არ ვლინდება ვერბალურ დონეზე. შესაბამისად, ის მიდის ფსიქიური აქტივობის გაუცნობიერებელი ფორმების შესწავლამდე, ფორმებისა, რომელთა რეალიზება ხდება მეტყველების მონაწილეობის გარეშე. ამაში მდგომარეობს შემუშავებული მეთოდის როლი თეორიულ ასპექტში. რაც შეეხება მის გამოყენებით მნიშვნელობას, ის თვალნათლივია.

ყოველივე ზემოთთქმული მაძლევს საფუძველს გამოვთქვა აზრი, რომ ზ. გ. ჩიქოვანის წიგნი ღიათ საინტერესოა ფსიქიური აქტივობის გაცნობიერებულ და გაუცნობიერებელ გამოვლინებათა შორის ურთიერთმიმართების შესწავლის პლანში, რომლის ერთ-ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს მხატვრული შემოქმედების ანალიზი, ამასთან, არა მხოლოდ ფსიქიური ავადმყოფებისა. წიგნს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ფსიქიატრის თეორიასა და პრაქტიკაში.

მ. ა. მელიქ-ფაშაიანი

სომხეთის ფსიქიატრთა და ნარკოლოგთა

ასოციაციის პრეზიდენტი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

დიდი ინტერესით გავეცანი ამ მონოგრაფიას და უდიდესი კმაყოფილების გრძნობა მომგვარა ავტორის ერუდიციამ, რომელსაც ის ავლენს როგორც ფსიქოლოგიისა და ფსიქოპათოლოგიის მეცნიერებათა სფეროში, ასევე ესთეტიკისა და სახვითი და მუსიკალური ხელოვნების სფეროში.

სამეცნიერო თემა, რომელსაც ავტორმა მოკიდა ხელი და ასე წარმატებით განახორციელა, შეუძლებელი შესასწავლი იქნებოდა მხოლოდ ფსიქიატრიის სფეროში მომუშავე სპეციალისტისთვის. სწორედ ამიტომ არის, რომ ისეთი რთული სამეცნიერო საკითხი, როგორიცაა ფსიქიტრიულ ავადმყოფთა მხატვრული შემოქმედების ანალიზი, ასე იშვიათად გვხვდება როგორც სამამულო, ასევე საზღვარგარეთულ ლიტერატურაში. ზურაბ გრიგოლის-ძე ჩიქოვანი გახლავთ არა მხოლოდ კვალიფიციური ფსიქოლოგი და ფსიქოპათოლოგი, არამედ მას მიღებული აქვს უმაღლესი სპეციალური განათლება ესთეტიკისა და მუსიკის სფეროში.

განვიხილავ რა მეცნიერ-მუშაკ ზ. გ. ჩიქოვანის სადისერტაციო შრომას მთლიანობაში, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ფსიქიატრიული ავადმყოფების მხატვრული შემოქმედებისადმი მიძღვნილი მონოგრაფიის ავტორმა უდავოდ ღირებული მეცნიერელი წვლილი შეიტანა ამ შრომატევადი და რთული პრობლემის ცალკეული მხარეების შესწავლა-გაშუქებაში.

შრომაში დასმული ფსიქოპათოლოგიის საკითხები შეხებაშია არა მხოლოდ მედიცინის, ბიოლოგიისა და ფსიქოლოგიის მომიჯნავე დისციპლინებთან, არამედ ფსიქიატრიისგან ერთი შეხედვით ისეთ დაშორებულ სფეროსთან, როგორიცაა ხელოვნების სფერო. მეცნიერებათა სინთეზისა და ურთიერთშეღწევის თანამედროვე ეფოქაში ზ. გ. ჩიქოვანის სამეცნიერო შრომა ძალზე თანამედროვე და აქტუალურია. დისარტაციის მნიშვნელობას განსაზღვრავს ისიც, რომ მასში წამოყენებული თეორიული კონცეფციები გამოხატულებას ჰპოვებს პრაქტიკაში და ღირებულებას იძენს დიაგნოსტიკის, თერაპიისა და პროფილაქტიკის სფეროებში.

ა. ა. მეგრაბიანი –

პროფესორი

სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიიც წევრ-კორესპონდენტი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე

                                                     ერევანი, 1969 წ.

წიგნის ჩამოტვირთვა