მღერის ოჯახი ჩიქოვანების
ეს ათრთოლება ტკბილხმოვანების,
მჯერა ამოსკვნის მრავალ გულს ერთად,
მღერის ოჯახი ჩიქოვანების
და ყელში თეთრი აპრილი ფეთქავს
დამდგარან მთები ფიქროვანები,
გადავლებიათ სიმღერის ჩქერი,
გალობს ოჯახი ჩიქოვანების,
იადონებმა დაუთმეს ჯერი.
ციცინათელების მიმთოვარებით,
ბგერები რთავენ საყვარლის საფლავს,
მღერის ოჯახი ჩიქოვანების
და მზიან მინდვრებს ეღვრება თაფლად.
სულიც მშვიდდება აქ მოვანებით,
გააქვთ შრიალი ლაჟვარდის ფარჩებს,
მღერის ოჯახი ჩიქოვანების
და საქართველოს ტკივილებს არჩენს
Поэт Акаки Гецадзе
«Семья Чиковани»
ვუძღვნი ჩიქოვანების ოჯახს
ჩიქოვანების ოჯახი მღერის,
მღერის საქართველო ფირუზის ფერი,
მღერის საქართველო ზურმუხტის ფერი,
გალობს სიკეთე მზიური ფერის.
უტკბილესია სიმღერა ესე,
უნათლესია სიმღერა ესე,
უწმინდესია გალობა ესე,
სიმღერა იდგამს გულებში ფესვებს.
ჩიქოვანები მღერიან როცა
მზე მთელ სამყაროს უმზერს ალერსით.
ქვეყნად ღაღადებს ღვთიური ლოცვა
ნეტარი ფიქრი უმხურვალესი.
მაშინ ვარსკვლავნიც მღერიან ცაზე
და ცარგვალს ავსებს ფიქრები თეთრი.
დაე, მსოფლიოც მღეროდეს ასე
ადამიანთა ოჯახი ერთი
მთელს სამყაროში სიცოცხლე ერთი.
1980 წელი, თბილისი .
поэт Никита Суслович
Дорогому Зурабу Чиковани и его поющей семье
П е с н я
«Нелюдимо наше море»
(русская народная песня)
На далёком тихом океане
У кипящей будни на краю
Вспомнил я Зураба Чиковани
И его поющую семью.
Где-то на другом конце планеты
Под покровом вечной синевы
Добрым солнцем ласково согреты
Нынче поднялись на сцену Вы!
И желанней вин и трав целебных
Среди гор и лиственных лесов
Стройно зазвучали шесть волшебных
Нежных и печальных голосов
Десять тысяч миль переупрямив
Словно луч маячного огня
Пролетев над пенными морями
Песня шторм Декабрьский оттесняя
Нас на шаткой палубе настигла
Только здесь я смысл её постиг
Тихо опустив гитару Гигла
Мать и сёстры смолкли в тот же миг.
И я понял в море нелюдимом
Где взымалась новая волна
Песня нам всегда необходима
Песня навсегда непобедима
Если другу отдана она!
/В ночь на 16.XII.82 г.
Тихий океан, борт Теплохода «Антонина Нежданова»/ .